ახალი ამბები

ბაქრაძე თავმჯდომარედ, უგულავა გენმდივნად, ხოლო ბოკერია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

27 მაისი, 2017 • 4587
ბაქრაძე თავმჯდომარედ, უგულავა გენმდივნად, ხოლო ბოკერია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

27 მაისს სპორტის სასახლეში ევროპული საქართველოს ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე, გენმდივნად გიგი უგულავა, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. თბილისის დელეგატებმა მერობის კანდიდატად ნდობა ელენე ხოშტარიას გამოუცხადეს.

პარტიის პირველმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება ახალი ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნება გამთლიანებაზე და არა გაყოფაზე, შერიგებაზე და არა მტრობაზე, შენებაზე და არა ნგრევაზე. მისი თქმით, ეს არის ევროპული საქართველოს მთავარი პოლიტიკური ღერძი.

პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ სიტყვით გამოსვლისას პარტიის მხარდამჭერებს მიმართა, რომ ევროპული საქართველოს მხარდამჭერების გუნდი ყველაზე ღირსეული პოლიტიკური ლიდერისგანაც კი არ შექმნის კერპს.

“თქვენ ხართ ის გუნდი, რომელსაც ვერასოდეს ვერ აიყოლიებენ შავრაზმელები, რომლებიც ვითომცდა ჩვენი ქვეყნის სიყვარულით სიძულვილს და ძალადობას ქადაგებენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წამბაძველობით. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელსაც ვერ მოატყუებენ ისინი, ვინც საყოველთაო კეთილდღეობის სახელით რეალურად ჩვენ თავისუფლებას, კერძო საკუთრებას, ეკონომიკურ თავისუფლებას ებრძვიან. თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც ყველაზე ღირსეული პოლიტიკური ლიდერისგანაც კი კერპს არ შექმნის და, რაც მთავარია, თაყვანს არ სცემს შუშის სასახლეში მყოფ ოლიგარქს, რომელსაც სათამაშოდ მიაჩნია ეს ქვეყანა და მასში მცხოვრები ადამიანები,” – მიმართა გიგა ბოკერიამ ევროპული საქართველოს მხარდამჭერებს.

გიგი უგულავას განცხადებით, ევროპული საქარველო არის ახალი და ენერგიული, კომპეტენტური პოლიტიკური ძალა საქართველოში, ხოლო ეს ძალა და მოძრაობა არიან პარტიის მხარდამჭერები.

თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ კი სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მოსახლეობას 4 ძირითადი პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა: სოციალური დახმარების ზრდა (50 ლარით მეტი პენსია), მშენებლობები და ეკოლოგია, მოსახერხებელი გადაადგილება, ავარიულ სახლები.

დღევანდელ ყრილობაზევე გაირკვა, რომ პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის დარეგისტრირდება, სხელით: “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”.პარტიის პოლიტიკური საბჭოში 91 წევრი იქნება, რომლებსაც დღევანდელ ყრილობაზე დელეგატებმა ნდობა გამოუცხადეს:

1. აბესაძე ირაკლი

2. ავალიანი დავითი

3. ალექსანიანი ჰარუთიუნი

4. ახვლედიანი მამუკა

5. ბალავაძე ვახტანგი

6. ბაქრაძე დავითი

7. ბერიაშვილი ირაკლი

8. ბერძენიშვილი ხათუნა

9. ბობოხიძე აკაკი

10. ბობოხიძე ლევანი

11. ბოკერია გიორგი (გიგა)

12. გაბაშვილი გიორგი

13. გვამბერიძე რევაზი

14. გოგისვანიძე დავითი

15. გოგორიშვილი ხათუნა

16. გოგუაძე ვიქტორი

17. გორგოძე ლერი

18. გუნავა თენგიზი

19. დამენია ლაშა

20. დარჩიაშვილი დავითი

21. დარცმელიძე ვახტანგი

22. დეკანაძე კახა

23. დემეტრაძე გელა

24. დვალი ირაკლი

25. დოლიძე ჯარჯი

26. დოლიძე ჰენრი (ბაჩო)

27. დონაძე ბესიკი

28. ეგრისელაშვილი გიორგი

29. ზამბახიძე პეტრე

30. ზაქარეიშვილი იაკობი

31. ზაქრაძე კახაბერი

32. თავართქილაძე რაული

33. თარგამაძე გიორგი (გივი)

34. თარხნიშვილი ლევანი

35. თევდორაძე გიორგი

36. იმამკულიევი აკმამედი

37. იოსელიანი მზია

38. კაკაბაძე თამარი

39. კანდელაკი გიორგი

40. კაპანაძე სერგი

41. კარაპეტიანი არსენი

42. კახიძე ოთარი

43. კედელაშვილი ზაზა

44. კვიციანი ბესიკი

45. კიკნაველიძე ირაკლი

46. კილასონია აკაკი

47. კინწურაშვილი გურამი

48. ლომსაძე ვლადიმერი

49. ლონდარიძე ტარიელი

50. მაკასარაშვილი გიორგი

51. მაჩიტაძე კახაბერი

52. მაჭავარიანი მიხეილი

53. მაჭავარიანი აკაკი

54. მსხილაძე გელა

55. მჭედლიძე ქეთევანი

56. ნადირაშვილი ირმა

57. ნაფეტვარიძე დავითი

58. ნოზაძე ჯამბული

59. პარუნაშვილი სიმონი

60. ჟღენტი დავითი

61. რამინაშვილი ლალი

62. რატიანი სერგო

63. რატიანი კონსტანტინე

64. სამუშია სოფიო

65. სიბაშვილი გოჩა

66. სიუკაევა სოფიკო

67. სოლომონიძე ნუგზარი

68. სტეფნაძე-იაშვილი ირმა

69. სტურუა ავთანდილი

70. ტუღუში გიორგი

71. უგულავა გიორგი (გიგი)

72. ფანჩულიძე ტარიელი

73. ქებურია ლელა

74. ქორქაშვილი გიორგი

75. ღვინიაშვილი გიორგი

76. შამათავა მურადი

77. შელია ბათლომე

78. შოშიაშვილი თამაზი

79. ჩილინგარაშვილი ზურაბი

80. ჩიტაშვილი ვაჟა

81. ჩიქოვანი მამუკა

82. ძაგნიძე კობა

83. ძოწენიძე ამირანი

84. წერეთელი გიორგი (გიგი)

85. ჭავჭანიძე დავითი

86. ჭიაბერაშვილი ზურაბი

87. ჭოხონელიძე მამუკა

88. ხახნელიძე გიორგი

89. ხოშტარია ელენე

90. ჯიბუხაია ზურაბი

91. ჯინჯოლავა დავითი

მასალების გადაბეჭდვის წესი