ახალი ამბები

ივანიშვილი: ნორმალურია, საჩხერე აღარ იყოს გამორჩეული

22 თებერვალი, 2013 • 1288
ივანიშვილი: ნორმალურია, საჩხერე აღარ იყოს გამორჩეული

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 22 თებერვალს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საჩხერის რაიონის პედაგოგებისთვის დახმარების შეწყვეტის თაობაზე.

ხელფასები, რომელსაც საჩხერის საჯარო სკოლის დირექტორები და პედაგოგები წლების მანძილზე ამჟამინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუდან“ იღებდნენ, მიმდინარე წლის  იანვრიდან შეჩერდა. ბოლო ერთწლიანი კონტრაქტის ვადა მასწავლებლებსა და ფონდს შორის დეკემბერში ამოიწურა. ახალი ხელშეკრულებები კი აღარ გაფორმდა.

“ ეს ნორმალურია, რამდენადაც ვუმატებთ მასწავლებლებს ხელფასებს საქართველოს მასშტაბით”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა და დასძინა:  “თან ნორმალურია, საჩხერე აღარ იყოს გამორჩეული”.

 

ბიძინა ივანიშვილი საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში დაიბადა და საჩხერეში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებისთვის ათეულობით მილიონი ლარი დახარჯა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი