ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრო პრეზიდენტს “დიქტატორულ კანონზე” პოზიციის დაფიქსირებას თხოვს

22 თებერვალი, 2013 • 1452
პრემიერ-მინისტრო პრეზიდენტს “დიქტატორულ კანონზე” პოზიციის დაფიქსირებას თხოვს

“ბოდიშის მოხდას არ ვითხოვთ, მაგრამ დააფიქსიროს, რომ ასეთი დიქტატორული კანონით სარგებლობას ის არ აპირებს და მისი გუნდიც არ ეთანხმება”, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელსაც ჟურნალისტებმა შეკითხვები 21 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილის ღია წერილთან დაკავშირებით დაუსვეს. 

“მე მგონი, კარგი პასუხი გასცა უსუფაშვილმა, რამდენადაც უმრავლესობა არ დაესწრებოდა იმ შეხვედრას და  ცარიელ დარბაზში უხერხული იქნებოდა. 50 კაცზე ნაკლები დახვდებოდა დარბაზში. შესაბამისად, კარგი გამოსავალი ნახა უსუფაშვილმა, როცა ასეთი შეთავაზება გააკეთა”, – ამბობს ივანიშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვალს ღია წერილით მიმართა პარლამენტს და მისი პარლამენტში გამოსვლის თარიღის დანიშვნა სთხოვა, რაზედაც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართვის გაკეთების საშუალება მარტის ბოლოს ექნება, “როდესაც ჩვენ დავასრულებთ სხვა ძალიან მნიშვნელოვანი  საკითხების განხილვას.”

დიქტატორულ კანონში ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, კონსტიტუციის იმ მუხლს გულისხმობდა, რომელიც  პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილებას ანიჭებს.

მიხეილ სააკაშვილმა 8 თებერვალს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სიტყვით გამოსვლისას  განაცხადა, რომ არ აპირებს მთავრობის დათხოვნას, თუმცა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ეს კვლავ დისკუსიის საგანია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი