ახალი ამბები

“ტორპედო ქუთაისს” აუქციონზე მყიდველი არ გამოუჩნდა

26 მაისი, 2017 • 2684
“ტორპედო ქუთაისს” აუქციონზე მყიდველი არ გამოუჩნდა

ქუთაისის მერიამ შპს “საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი” აუქციონზე გაიტანა. კლუბის საწყისი ფასი 585 413 ლარი იყო, თუმცა აუქციონი არ შედგა.

პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო, კლუბის  ფუნქციონირებისთვის, ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობის შემთხვევაში,  არანაკლებ 1,5 მლნ. ლარის ინვესტირება მოეხდინა, მათ შორის, პირდაპირი ინვესტირების გზით ან სპონსორის მოზიდვით, ხოლო ფონდიდან მისაღები თანხების გარეშე მყიდველი ვალდებული იყო,  500 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განეხორციელებინა.

გარდა ამისა, აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო, შეუფერხებლად ემუშავა საფეხბურთო სკოლა-აკადემიასა და ბავშვთა გუნდებთან, ჩატარებულიყო ოფიციალური მატჩები და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებებით დადგენილი პირობების შესაბამისად.  ასევე, მყიდველი ვალდებული იყო, საფეხბურთო კლუბს შეესრულებინა უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტები.

აუქციონი 11 მაისს დაიწყო და დღეს, 26 მაისს 15:00 საათზე დასრულდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი