ახალი ამბები

ფანჯიკიძე: დღევანდელი შეხვედრა ემსახურება დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას

22 თებერვალი, 2013 • 1365
ფანჯიკიძე: დღევანდელი შეხვედრა ემსახურება დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას
“ეს არის ამხელა მასშტაბის პირველი შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან მთავრობის 100-დღიანი მუშაობის შემდეგ, თუმცა, რა თქმა უნდა, მათთან ინტენსიური მუშაობა გვაქვს. დღეს საუბარი იქნება იმაზე, თუ რა გაკეთდა და რა არის დაგეგმილი. აღნიშნული შეხვედრა ემსახურება დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას მთავრობის მხრიდან”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის დაწყებამდე.
 

შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი