ახალი ამბები

ვიცე-პრემიერი: ოპოზიციასთან თანაცხოვრება მძიმე ტვირთია

22 თებერვალი, 2013 • 970
ვიცე-პრემიერი: ოპოზიციასთან თანაცხოვრება მძიმე ტვირთია

“ნაციონალური მოძრაობა ისეთივე ოპოზიციაა, როგორი უმრავლესობა და მთვარობაც იყო. ის იყო ფასადური მთავრობა, რომელიც არემონტებდა ფასადს, აკეთებდა პიარს, იღებდა რეკლამას და იმის შიგნით ყველაფერი დეგრადირებული იყო. დღესაც ნაციონალური მოძრაობა არის ფასადური ოპოზიცია,” -განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია მე-9 არხთან საუბარში.

 

ვიცე-პრემიერს თქმით, რაც ხელისუფლებაში არიან, არც ერთი შინაარსობრივი დავა და რეალური კრიტიკა ნაციონალულური მოძრაობისგან ჯერ არ სმენიათ.

 

“წარმოიდგინეთ, რა მნიშვნელოვან რამეზე იყო დღეს საუბარი. რეალურ დეცენტრალიზაციაზე, რომელიც რეგიონს ყველა თვალსაზრისით განვითარების საშუალებას მისცემს და ამაზე შინაარსობრივი კამათის ნაცვლად ოპოზიციამ გუბერნატორების თემა წამოწია. თითქოს აგვაშენეს გუებრნატორებმა და სულ ცალ-ცალკე გუბერნიებად შევიდნენ ნატოში და ევროსაბჭოში. ერთი თემა მაინც დამისახელეთ, სადაც საგნობრივი კრიტიკა იქნებოდა მათი მხრიდან და არა ისტერიული სპექტაკლის წარმოდგენა,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, ფასადურ ოპოზიციათან რამდენად მართებულად მიაჩნია ვიცე- პრემიერს დახურულ კარს მიღმა დალოგი ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა, მაგალითად, პოლიტიკური ამნისტიაა, ვიცე- პრემიერი პასუხობს, რომ ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ არსებულ ოპოზიციასთან აწარმოოს მოლაპარაკებები.

 

“ველოდები, როგორც უდაბნოში წყალს, რომ რამე აზრიან და შინაარსობრივ დებატებში შევიდეთ. უნდა ავიღოთ ვალდებულება ჩვენს თავზე და ამ უხამსობას სახლემწიფოებრივი ფორმა მივცეთ, სხვა გზა არ არსებობს, მათთან უნდა განვახორციელოთ თანაცხოვრება, რომელიც მძიმე ტვირთია ჩვენთვის. არ გააჩნიათ ინტელექტუალური რესურსი, რომ კვალიფიციური ოპოზიცია იყვნენ. გარდა ამისა, მძიმე მორალური ტვირთიცაა, რომ დაჯდე დებატებში ისეთებთან, ვისთანაც თინა ხიდაშელი და კობა დავითაშვილი ისხდნენ ტელეეთერში,”- განაცხადა მარგველაშვილმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი