ახალი ამბები

ფანჯიკიძისთვის “ნაცმოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქციის მიზეზი ღიმილის მომგვრელია

21 თებერვალი, 2013 •
ფანჯიკიძისთვის “ნაცმოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქციის მიზეზი ღიმილის მომგვრელია

“ადამიანებს მიტინგებით შეუძლიათ აზრის გამოხატვა, საქართველოში ყველა მოქალაქეს და პარტიულ ძალას აქვს ამის უფლება. თუ საქართველოს მოსახლეობა შიეკრიბება აზრის გამოსახატად, ცუდს ვერაფერს ვხედავ ამაში. ხელისუფლება პირდებოდა ხალხს, რომ ყველას ექნებოდა გამოხატვის საშუალება და პოლიტიკური შეხედულების გამო არავინ დაისჯებოდა,”- განაცხადა ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს, 21 თებერვალს. 

 

რაც შეეხება მერაბიშვილის განცხადებას და მიზეზს, თუ რატომ გეგმავს ოპოზიცია მიტინგს, ფანჯიკიძე ამბობს, რომ ეს ღიმილის მომგვრელია მისთვის.

 

“ჩემში ღიმილს იწვევს ის მომენტი, რომ აქცია უნდა შედგეს საქრთველოს პოლიტიკური მიმართულების გამო. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევოპული გზა. რაც მე მინისტრი ვარ, ვფიქრობ, ჩემი საქმით ვდცილობდი ამის დადასტურებას.”

 

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 19 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიმართება მიტინგი. 

 

მერაბიშვილის თქმით, ამ შეკრების მიზანია, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაანახოს საქართველოში, რომ არის ძალიან ბევრი პატრიოტი, რომლებისთვისაც სულერთი არ არის საქართველოს მომავალი და რომლებსაც არ სურთ უკან დაბრუნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი