ახალი ამბები

სენაკის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ქურდობის მიზნით შეჭრა სცადეს

25 მაისი, 2017 • 3531
სენაკის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ქურდობის მიზნით შეჭრა სცადეს

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 25 მაისს სენაკის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა აღკვეთეს. მათი ინფორმაციით, ღამით ბაზასთან არსებულ სამხედრო საცხოვრებელში ბანკომატის გაქურდვის მიზნით უცნობი პირები შეჭრას შეეცადნენ.

“ქურდობის მიზნით ბანკომატზე თავდასხმის მცდელობა იყო, რაც სამხედრო პოლიციამ აღკვეთა. მიმდინარეობს გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე. დაკავებულები არ არიან. საგამოძიებო სამუშაოები გრძელდება,” – აცხადებენ სამხედრო პოლიციაში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი