ახალი ამბები

89 პატიმარი გათავისუფლდა

21 თებერვალი, 2013 •
89 პატიმარი გათავისუფლდა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, 2013 წლის 20 თებერვალს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 89 ბრალდებული/მსჯავრდებული.

 

2013 წლის 20 თებერვლის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 7 688 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის- 175-მა პოლიტპატიმარმა, 304-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება – 2, №3 დაწესებულება – 3, №5 დაწესებულება – 299) და 18-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№2 დაწესებულება – 1, №8 დაწესებულება – 1, №11 დაწესებულება – 9, №17 დაწესებულება – 6, №18 დაწესებულება – 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი