ახალი ამბები

ევროპაში საქართველო ნაკლებად მსმელი ქვეყნების რიგშია [ინფოგრაფიკა]

25 მაისი, 2017 •
ევროპაში საქართველო ნაკლებად მსმელი ქვეყნების რიგშია [ინფოგრაფიკა]

რამდენ ლიტრ ალკოჰოლს მოიხმარენ ქვეყნები ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით წლის განმავლობაში? – 2016 წლის მონაცემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ამ კუთხით მოწინავე ყოფილი საბჭოთა ქვეყნებია, პირველ ადგილს კი ლიტვა იკავებს (18.2 ლ 1 სულ მოსახლეზე), მას მოსდევს ბელარუსი (16.4), მოლდოვა (15.9) და რუსეთი (13.9).

ამ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველო, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე (15 წლის და უფროსი ასაკის) 8.1 ლ ალკოჰოლს მოიხმარს წელიწადში.

მსოფლიოში ალკოლოჰის ყველაზე დაბალი მოხმარების მაჩვენებელი აქვს ლიბიას (0.1 ლ) და მავრიტანიას (0.1ლ). ევროპაში – თურქეთს (1.9) და მაკედონიას (2.8).

მასალების გადაბეჭდვის წესი