ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში რუს სამხედროთა საცხოვრებელი ტერიტორიები ფართოვდება

24 მაისი, 2017 •
ცხინვალში რუს სამხედროთა საცხოვრებელი ტერიტორიები ფართოვდება

2017 წლის მაისის ბოლოს  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზერუსი სამხედროების ოჯახებისთვის ყველა პირობით აღჭურვილი რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და 70 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდება.

ინფორმაციას რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციითვე, დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი კომპლექსების, სკოლებისა და ბაღების მშენებლობები გაგრძელდება. გარდა ამისა, ცხინვალში უკვე არსებობს რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსი რუსი სამხედროებისთვის.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული მეოთხე სამხედრო ბაზა ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წელს შეიქმნა [2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა]. ბაზაზე, ოფიციალური ცნობით, 3,7 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი მსახურობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი