ახალი ამბები

“ნაციონალები” თბილისის საკრებულოში უმრავლესობას ინარჩუნებენ

20 თებერვალი, 2013 • 1290
“ნაციონალები” თბილისის საკრებულოში უმრავლესობას ინარჩუნებენ

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა დღესვე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებად სევდია უგრეხელიძე და ვახტანგ ცაგარეიშვილი აირჩიეს.

 

“ავირჩიეთ ძალიან ღირსეული კანდიდატი, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პოლიტიკაში აქამდეც აქტიური იყო. ჩვენ, ვისაც გვჯერა და გვწამს, რომ ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობა ამ წლების მანძილზე ქალაქისათვის აკეთებდა კარგ საქმეს, განვაგრძობთ მუშაობას. რაც შეეხება იმას, რომ გადასვლები ხდება, ესეც ბუნებრივი პროცესია. ზეწოლას ვინც ვერ უძლებს, ის გადავა, ვინც დარჩება, ის იმუშავებს. ოპოზიციაში ყოფნასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები,” – განაცხადა სევდია უგრხელიძემ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

ნაციონალური მოძრაობა’’ საკრებულოში უმრავლესობას 28 დეპუტატით მაინც ინარჩუნებს. 

 

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, თბილისის საკრებულოში 39 მანდატი მიიღეს “ნაციონალებმა” (აქედან 14 პროპორციული სისტემით და 25 მაჟორიტარული წესით), საარჩევნო ბლოკმა “ალიანსი საქართველოსთვის” – 5 მანდატი, “ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” – 3 მანდატი, “ეროვნულმა საბჭომ” – 2 მანდატი, “მრეწველებმა” – 1 მანდატი.

 

დღეის მდგომარეობით ოპოზიციური პარტიების სიით თბილისის საკრებულოში შესული დეპუტატების უმრავლესობა გაერთიანდა “ქართული ოცნების” ფრაქციაში, ხოლო “ნაციონალებიდან” გამოყოფილ რამდენიმე დეპუტატს შექმნილი აქვთ ცალკე ფრაქცია “თავისუფლება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი