ახალი ამბები

საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე ბაჩო ახალაიას პროცესის გამო პოლიციაა მობილიზებული

20 თებერვალი, 2013 • 931
საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე ბაჩო ახალაიას პროცესის გამო პოლიციაა მობილიზებული

სასამართლოში იმყოფება ბაჩო ახალაიას ათეულობით მხარდამჭერიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახალაია პოლიტიკური პატიმარია. 

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა ოფიციალური წერილით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ბაჩო ახალაიას საქმის წინასასამართლო განხილვა უნდა გაიმართოს, უსაფრთხოების უზრუნველყოფა თხოვა.

 

ბაჩო ახალაიას ადვოკატები დღეს, 20 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამრთლოში გასამართ სხდომაზე აპირებენ, რომ მოითხოვონ ბაჩო ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის, შეცვლა გირაოთი. მათი თქმით,  ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა სხვა ბრალდებულს გირაო აქვს შეფარდებული და ახალაიას პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი