ახალი ამბები

მაკალისტერი: აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მედიის პლურალიზმი

24 მაისი, 2017 •
მაკალისტერი: აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მედიის პლურალიზმი

დღეს, 24 მაისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა დამოუკიდებელი ინსტიტუტების მუშაობის მნიშვლობასა და მედიაპლურალიზმზე.

“ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გადამოწმებისა და ბალანსის მისაღწევად მნიშვნელოვანია ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტების მუშაობა, როგორიც არის სახალხო დამცველი და აუდიტის ოფისი.

ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ მედიაპლურალიზმზე საქართველოში. უფრო ძლიერი დემოკრატიული ქვეყნის შესაქმნელად აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მედიის პლურალიზმი და დამოუკიდებლობა. რუსთავი 2-ის საქმეს აქვს ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა და იმედი მაქვს, მალე იქნება ნაპოვნი ისეთი გამოსავალი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება,”- განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი