ამ ინფორმაციას “ნეტგაზეთთან” საუბარში თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ადასტურებს.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლოზ ხაჩირაშვილი დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება: “ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა ფრაქციის თავმჯდომარეობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ის არის საკრებულოს დეპუტატი გლდანის რაონიდან და საქმინობას, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ისე გააგრძელებს.”
ნიკოლოზ ხაჩირაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორჯერ დაკითხა. პირველად “რიყის” გასხვისების საქმეზე, მეორედ კი, კომპანია “თბილსერვისთან” დაკავშირებით.
