ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში ნინო შუბლაძე “ტვ პირველზე” იწყებს მუშაობას. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს.
ჯანდაცვის სამინისტრს ცნობით, შუბლაძე პირველ ივნისამდე სამინისტროში იმუშავებს და ამჟამადაც თავის მოვალეობას ასრულებს. უწყებაში ჯერჯერობით არც შუბლაძის შემცვლელის კანდიდატურა განუხილაავთ.
ნინო შუბლაძის მედიაში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “ტვ პირველის” ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, “ფეისბუქის” პირად გვერდზე გრიგოლია წერს, რომ შუბლაძე მათი გუნდის ლიდერი ხდება.
ნინო შუბლაძე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. მას ასევე გადაცემა “პოზიცია” მიჰყავდა, თუმცა არხის დატოვების გადაწყვეტილება 2014 წლის მაისში მიიღო. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მის გადაწყვეტილებას, “დროებით” შეაჩეროს საქმიანობა მედიასივრცეში, პოლიტიკური სარჩული არ აქვს.
“ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი”, – აცხადებს შუბლაძე.
ნინო შუბლაძე რუსთავი 2-ში 2003 წლიდან მუშაობს.