საპროტესტო აქცია “რუსთავი2”-ის შენობასთან დღეს საღამოს, 18:00სთ-ზე დაიწყო. აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის მიერ 12-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას აპროტესტებენ.
გიორგი ლაფერაშვილის განცხადებით, ტელევიზიის წარმომადგენლებთან აქციის მონაწილეებს შეხვედრა არ მოუთხოვია:
“მოითხოვა ვინმემ ჩვენთან შეხვედრა? მე მაინტერესებს, ტელეკომპანია “იმედთანაც” მივიდნენ გასაპროტესტებლად, “მაესტროსთანაც”, მხოლოდ ეს იქნება ჩემი კომენტარი”.
“რუსთავი2″–ის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებოდა ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი.
“მე მივედი და მადლობა ვუთხარი საზოგადოებას მხარდაჭერისათვის. ეს კადრები არის შეთითხნილი იმისთვის, რომ დამნაშავეებმა თავი გაიმართლონ.”
