ახალი ამბები

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს

18 თებერვალი, 2013 •
სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს

“რია ნოვოსტის” ცნობით, ეგზიტპოლი კვლევითმა ორგანიზაცია Baltic Surveys/The Gallup–მა ჩატარა სომხეთის სოციოლოგთა

სერჟ სარქისიანი, სომხეთის პრეზიდენტი
სერჟ სარქისიანი, სომხეთის პრეზიდენტი

ასოციაციის დაკვეთით. ეგზიტპოლის შედეგებში მეორე ადგილს 32%–ით იკავებს ოპოზიციური პარტია “მემკვიდრეობის” საპრეზიდენტო კანდიდატი რაფი ოვანესიანი. თუ არჩევნების საბოლოო შედეგი ეგზიტპოლის შედეგის მსგავსი იქნება, სომხეთში საჭირო არ გახდება არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა.  სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 60.05% იყო, რაც 1 518 407 ამომრჩეველს ნიშნავს. 

 

საპრეზიდენტო არჩევნებს სომხეთში აკვირდებოდა 7 ათასამდე დამკვირვებელი, რომლებმაც დააფიქსირეს სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის მარკირების წესის დარღვევა და საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრა, ასევე, ხმის განმეორებით მიცემა. პროკურატურასა და სასამართლოებში უკვე შესულია ათეულობით საჩივარი დარღვევებთან დაკავშირებით. 

 

სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 7 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი