საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიწა–კლდის მეწყერი ჩამოწვა, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია
“აჩხოთი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-18-ე კილომეტრზე ჩამოსულია მიწა-კლდის მეწყერი, რამაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ადგილზე გასულია ტექნიკა, მოხდება გზის გაწმენდა და უახლოეს პერიოდში მოძრაობა აღდგება”,- ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.