ელიავას ბაზრობის მახლობლად, ყოფილ შოკოლადის ქარხანაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი შოკოლადის ქარხნის მეორე სართულზე განთავსებული ხის საამქრო დაიწვა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს, ადგილზე 8 სახანძრო ჯგუფი მუშაობს, ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების საფრთზე აღარ არსებობს. სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.