ახალი ამბები

წულუკიანი აშშ–ში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება

18 თებერვალი, 2013 •
წულუკიანი აშშ–ში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება

იუსტიციის მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ინსტიტუტების

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

წარმომადგენლებთან, ისე – არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან.


5-დღიანი ვიზიტის განმავლობაში თეა წულუკიანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე,  ამერიკელ სენატორთა აპარატის წარმომადგენლებთან ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში, დემოკრატიის განვითარების ეროვნულ ფონდში,  ატლანტიკურ საბჭოში, ევრაზიის ფონდში. იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვა კოლუმბიის უნივერსიტეტში.

 

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, აშშ-ის შემდეგ ბრიუსელს ეწვევა და შეხვედრებს ნატოს შტაბბინაში გამართავს. მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრე ვერშბოუს, და კავკასიასა და შუა აზიაში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდება. თეა წულუკიანი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.


იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშშ-სა და ბელგიაში თვის ბოლოს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი