შსს-ს ინფომაციით, 112- ში შევიდა შეტყობინება “მზიურის” მიმდებარე ერთ-ერთ კაფეში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ.
“ჩვენ შესაბამისად, პროცედურის თანახმად, უნდა განვახორციელოდ მოქალაქეების გაყვანა ტერიტორიიდან”, – განუცხადა შსს-ს პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს”.
ამჟამად პოლიციას კაფედან მოქალაქეები გაჰყავს, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა პირებს არ უშვებს.
მანამდე ფილმის ჩვენების ჩაშლა სასულერო პირებსა და ნინო ბურჯანაძის წევრებს სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ “მზიურის კაფეში” შესვლის უფლება არ მისცა.
მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში “პრაიდის” ჩვენება და დისკუსია 20.00 საათისთვის იყო დაგეგმილი. ჩვენების ორგანიზატორი – ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წარმომადგენელი მარიამ ქაჯაია იყო. ფილმის ჩვენება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო (International Day Against Homophobia, Transphobia and Biphobia – IDAHOT) დღესთან დაკავშირებით გადაწყვიტეს.
ფილმი მარგარეტ ტეთჩერის პრემიერ-მინისტრობის დროს, ბრიტანეთში მაღაროელთა საყოველთაო გაფიცვისას განვითარებულ რეალურ ამბავს მოგვითხრობს. მაშინ გაფიცულებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად ლესბოსელებმა და გეებმა მაღაროელთა მხარდასაჭერი კამპანიის ფარგლებში გადამწყვეტი რაოდენობის თანხის შეგროვება შეძლეს.
საბოლოოდ ფილმი “მზიურში” ვერ აჩვენეს.