ახალი ამბები

ბათუმის სანაპირო ზოლის ოქროს ქვიშით მომარაგების პროექტი აღარ განხორციელდება

18 თებერვალი, 2013 •
ბათუმის სანაპირო ზოლის ოქროს ქვიშით მომარაგების პროექტი აღარ განხორციელდება

ფონდში აცხადებენ, რომ შესაბამისი კვლევების  ჩატარების საფუძველზე დაადგინეს, რომ თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის  ქუჩის  დამაკავშირებელი  ე.წ. დაკიდული  ხიდის აგებით ტერიტორიაზე არსებული  საცობის  მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება, რის გამოც, ფონდის გადაწყვეტილებით, ეს ხიდი აღარ აიგება. პროექტის საერთო ბიუჯეტი იყო 80 მილიონი ლარი. მგფ-ში ასევე აცხადებენ, რომ ხიდის აგებას აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.  

 

კიდევ ერთი ხიდის პროექტი, რომელსაც თბილისილესელიძის ტრასა მცხეთასთან  უნდა დაეკავშირებინა, გაუქმებულია:

 

“პროექტის განხორციელების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის  ძეგლთა ნუსხაში სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრების არსებობის საკითხი, რადგან ახალი ხიდი სწორედ ამ ისტორიული ძეგლების  არეალში ექცევა”, – აცხადებენ მგფ-ში. 

 

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2013 წლისთვის დაგეგმილი პროექტების სიიდან, ფონდის ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ამოღებულია ბათუმის 2-კილომეტირანი სანაპირო ზოლის  ე.წ. ოქროს ქვიშით  მომარაგებაც. პროექტის თანახმად, 2 კმ-იანი მონაკვეთის ქვიშით მომარაგება (ერთჯერადად) სახელმწიფოს 50 მლნ. ლარი დაუჯდებოდა.

 

“ამის მიუხედავად, მგფ არ წყვეტს ბათუმის სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრებითი პროექტის განცხორციელებას. მიმდინარე წელს ფონდი გამოაცხადებს ტენდერს ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებაზე, რომლის განხორციელებაც, სავარაუდოდ, 20 მლნ. ლარს არ აღემატება”, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

მასალების გადაბეჭდვის წესი