ახალი ამბები

ინციდენტი თეა წულუკიანსა და გიორგი ვაშაძეს შორის

18 თებერვალი, 2013 •
ინციდენტი თეა წულუკიანსა და გიორგი ვაშაძეს შორის

გიორგი ვაშაძის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ გააჭიანურა მასზე დიპლომატიური პასპორტის გაცემა, ხოლო სამინისტროს თანამშრომელი ლაშა ციმაკურიძე, რომელმაც მას აღნიშნული პასპორტი გადასცა, სამსახურიდან დაითხოვეს.

 

შეკამათება წულუკიანსა და ვაშაძეს შორის სწორედ ამ საკითხზე მოხდა. წულუკიანის თქმით, ვაშაძემ თავის ყოფილ თანამშრომელს მისცა უკანონო დავალება პასპორტის გადაცემასთან დაკავშირებით, რაც პროცედურების დარღვევით განხორციელდა, შესაბამისად, დამრღვევი თანამშრომელი სამინისტროდან გაათავისუფლეს.

 

გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრის ქმედებას უკანონოდ მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი