შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო სექტორის

ბიძინა ივანიშვილი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

მნიშვნელობაზე.

 

“მე კარგად მესმის არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში. დღევანდელი ოპოზიცია რამდენადაც ვერ ახერხებს კონსტრუქციულობას, ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი კონსტრუქციულობის და დახმარების”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, თუ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება, შესაძლოა არასამთავრობოების როლი მთავრობასთან ოპონირების კუთხით შემცირდეს.

 

მთავრობის საქმიანობის 100 დღის შეფასებისას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ ყურადღება გაამახვილა პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებთან და ამნისტიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. კოჟორიძის თქმით, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების პროცესი ხარვეზებით, შემჭიდროებულ ვადებში მიმდინარეობდა, თუმცა, მას იმასაც არ უარყოფს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. კოჟორიძის შეფასებით, ამის თქმის საფუძველს მას ის ათეულობით საქმე აძლევს, რომელიც საია–მ წლების განმავლობაში შეისწავლა. კახა კოჟორიძემ ასევე დადებითად შეაფასა ამნისტიის შესახებ მიღებული კანონი, თუმცა განაცხადა, რომ მას არა აქვს უფლებამოსილება, შეაფასოს რამდენად გაზრდის კრიმინალს აღნიშნული ფაქტი.

 

საია–ს თავმჯდოამრისვე შეფასებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლოებში საქმეების განხილვა უფრო თავისუფლად მიმდინაროებს და გაიზარდა ისეთი შემთხვევების რაოდენობა, როცა სასამართლო პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *