ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყების შეშფოთება რუსეთის საგადასახადო სივრცეში ცხინვალის ინტეგრაციაზე

18 თებერვალი, 2013 •
საქართველოს საგარეო უწყების შეშფოთება რუსეთის საგადასახადო სივრცეში ცხინვალის ინტეგრაციაზე

“ასეთი გადაწყვეტილების განხორციელება სავალალო უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება ორმხრივ ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკის შეტანის ძალისხმევის ფონზე, რომელსაც უკანასკნელ ხანებში ორივე მხარე ახორციელებდა. ამგვარი გადაწყვეტილება ასევე განამტკიცებს საოკუპაციო რეჟიმს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საშემოსავლო და საგადასახადო
სისტემაში სამხრეთ ოსეთის ინტეგრაცია განიხილეს რუსეთის ფედერალური ხაზინის უფროსის მოადგილემ, სტანისლავ პროკოფიევმა და ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა სერგეი ტაკოევმა 14 თებერვალს გამართული შეხვედრის დროს.

 

დღეს, 18 თებერვალს, ცხინვალში ელოდებიან რუსეთის სახაზინო პალატის დელეგაციის წარმომადგენლებს იმ მიზნით, რომ სამხრეთ ოსეთის ამავე უწყების წარმომადგენლებთან ერთობლივად განახორციელონ რუსეთის ფედერეციიდან სამხრეთ ოსეთისთვის 2011-12 წლებში გამოყოფილი ფინანსური სახსრების ხარჯვის ეფექტურობისა და მიზნობრიობის შემოწმება. შემოწმების შედეგებს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ერთობლივად 29 მარტს განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი