ახალი ამბები

ახალი ასოციაცია რუს იმპორტიორებთან კავშირების დასამყარებლად

17 თებერვალი, 2013 •
ახალი ასოციაცია რუს იმპორტიორებთან კავშირების დასამყარებლად

 „ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზენტაცია ხვალ, 18 თებერვალს  სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის მიერ  სპეციალური კონფერენციის ფარგლებში მოხდება. 

 

“საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი, როგორც რუსეთში მთავარი დარგობრივი ასოციაციის (НО АУРА) წარმომადგენელი საქართველოში, ახლადშექმილ გაერთიანებას კონსულტაციითა და პროფესიონალთა მომსახურებით დაეხმარება. ასოციაციის ჩამოყალიბების აუცილებლობა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებისაკენ ორიენტირებული საზოგადოებრივი გაერთიანების არარსებობამ განაპირობა.„ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაცია“ აპირებს მჭიდროდ ითანამშრომლოს როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან, ისე „როსპოტრებნადზორ“-თან და რუს მომხმარებელთა ინტერესების დამცავ ავტორიზებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.” –ნათქვამია საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის–მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი