ფრანგი დიეტოლოგის, პიერ დუკანის მიერ შედგენილი დიეტა საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დიეტის ქართულ ჯგუფში, სოციალურ ქსელ ფეისბუქში 115 000-მდე მომხმარებელია გაწევრიანებული. დუკანის დიეტის პოპულარობის პარალელურად ქვეყანაში გაჩნდა შესაბამისი სერვისები, რომლის საშუალებითაც დიეტის დაცვის მსურველებს უკვე გამზადებული კერძების სახლში მიღებაც შეუძლიათ.
დიეტა ოთხი ფაზისგან შედგება, რომელთა ხანგრძლივობაც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი კილოგრამის დაკლება სურს მომხმარებელს. რამდენი ხანი უნდა დაიცვათ დიეტის თითოეული ფაზა და რა პროდუქტებია ნებადართული, დეტალურ ინფორმაციას დუკანის საიტზე მოიპოვებთ.
დუკანის დიეტის პირველი ფაზის მენიუ მხოლოდ ცილოვანი პროდუქტებისგან შედგება.
გამოიყენეთ “ნეტგაზეთის” კალკულატორი, რომლის საშუალებითაც თავად შეძლებთ გამოთვლას, თუ რა თანხა დაგჭირდებათ ამ დიეტის პირველი ფაზის დასაცავად.
კალკულატორის გამოყენებისთვის, დასაშვები პროდუქტების გასწვრივ მიუთითეთ თითოეული პროდუქტის დღიური დოზის ფასი, ხოლო იმ პროდუქტების გრაფაში, რომელთა მიღებასაც არ გეგმავთ, დატოვეთ უკვე მითითებული ციფრი – 0.
კალკულატორი სრულად დაგიჯამებთ პირველი ფაზისთვის საჭირო თანხას იმის მიხედვით, თუ რამდენი დღის მანძილზე გჭრდებათ პირველი ფაზით გათვალისწინებული დიეტის დაცვა:
გარდა მითითებული პროდუქტებისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დიეტის ყველა ფაზაში უნდა მიირთვათ შვრიის ქატო, რომლის ღირებულებაც 7-დან 10 ლარამდეა.