ბენედიქტ მეთექვსმეტე 28 თებერვალს გადადგება, პაპმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისთვის ლოცულობდა, ასევე მან მადლობა გადაიხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ბოლო დღეებში მის მიმართ გამოიჩინეს, მას შემდეგ რაც მისი გადადგომის შესახებ ცნობილი გახდა.
როდესაც პაპი ფანჯარასთან გამოჩნდა, შეკრებილები მას აპლოდისმენტებით და შეძახილით “”Long live the Pope” შეხვდნენ, ერთ–ერთ ბანერზე კი ეწერა, “ჩვენ გვიყვარხარ შენ”.
პაპმა რამდენიმე ენაზე ისაუბრა, ესპანურად მან თქვა: “გთხოვთ გააგრძელოთ ჩემთვის და მომავალი პაპისთვის ლოცვა”.
ბენედიქტ მეთექვსმეტეს პაპის რანგში მცირე ღონისძიებები და შეხვედრები კვლავ აქვს გასამართი. 23 თებერვალს, იგი იტალიის პრეზიდენტს უნდა შეხვდეს. 28 თებრვალს, 7 საათზე, კი ბენედიქტ მეთექვსმეტე რომის პაპი აღარ იქნება.
ბენედიქტ მეთექვსმეტემ გადადგომის შესახებ განცხადება ორშაბათს გააკეთა, გადადგომის მიზეზად კი ასაკი დაასახელა.





