ახალი ამბები

“დაიცავი კონსტიტუციაში” გაერთიანებული პარტიები ვენეციის კომისიას მიმართავენ

19 მაისი, 2017 •
“დაიცავი კონსტიტუციაში” გაერთიანებული პარტიები ვენეციის კომისიას მიმართავენ

”დაიცავი კონსტიტუციის” ფარგლებში გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას მიმართავენ. პარტიები ვენეციის კომისიას სთხოვენ, რომ კონსტიტუციის პროექტის განხილვისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ თეორიული საკითხები, არამედ ის რეალობა, რომელშიც ქართველი ხალხი იბრძვის თავისუფალი, დემოკრატიული, ევროატლანტიკური მომავლისათვის.

ზაზა ბიბილაშვილის განმარტებით, პლატფორმაში “დაიცავი კონსტიტუცია” 15-მდე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არის გაერთიანებული.

“ის საკონსტიტუციო პროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის დავალებით წარუდგინა ვენეციის კომისიას, არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გზაზე და არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში არჩევნების გზით, მშვიდობიანად, ხელისუფლება ვერასოდეს ვეღარ შეცვლება.

პრეზიდენტის არჩევის წესი, პარლამენტის არჩევის წესი, ბლოკების შეზღუდვა და ის უამრავი ნაკლი, რომელიც ამ კონსტიტუციაშია, არის ერთი პიროვნების, ერთი ოჯახის იტერესებზე მორგებული და აზიანებს საქართველოს ყველა თავისუფალ მოქალაქეს. ჩვენ ვერთიანდებით, ვქმნით საერტო ფრონტს და არ დავუშვებთ იმას, რომ ივანიშვილმა ქართული საზოგადოების ნების უგულებელყოფით თავს მოგვახვიოს ეს ანტიდემოკრატიული კონსტიტუცია.” – განაცხადა ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილი წერილის პრეზენტაციაზე “ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა.

18575171_1549898921701648_269993952_o

მასალების გადაბეჭდვის წესი