ახალი ამბები

გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი საქართველოს ეწვია

17 თებერვალი, 2013 •
გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი საქართველოს ეწვია

“მოხარული ვარ, რომ ჩამოვედი საქართველოში, მოუთმენლად ველოდები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და სხვა მინისტრებთან შეხვედრას. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა დახმარებას უწევს გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს უკვე მრავალი წლის განმავლობაში. ვიმსჯელებთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რო კიდევ უფრო გაიზარდოსს ქვეყნის პოტენციალი”– განუცხადა ჟურნალისტებს ჰელენ კლარკმა. 

 

ვიზიტის პირველი დღეს, ჰელენ კლარკი შეხვედრებს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით კირვალიძესთან და საქართველოს ვიცე პრემიერთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გიორგი მარგველაშვილთან გამართავს. 

 

ხვალ და ზეგ, 18 და 19 თებერვალს კი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორი   საქართველოს პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა  წულუკიანს და საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს შეხვდება

 

ჰელენ კლარკი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი ოფიციალური პირია. იგი თავმჯდომარეობს გაერთიანებული ერების განვითარების ჯგუფს, რომელიც გაეროს ყველა ფონდის, პროგრამისა და დეპარტამენტის ლიდერებს აერთიანებს. 2009 წელს ჰელენ კლარკი გახდა პირველი ქალბატონი, რომელიც სათავეში ჩაუდგა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP).

მასალების გადაბეჭდვის წესი