კომპანია USA2Georgia ამანათების მოცულობით წონას აღარ დაიანგარიშებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ამანათების ტრანსპორტირების ფასს მხოლოდ მათი რეალური, ანუ სასწორის წონის მიხედვით გამოითვლის. ცვლილება 17 მაისიდან ამოქმედდა და ამავე დღეს ჩამოსულ ამანათებსაც შეეხება.
ამ დრომდე USA2Georgia მცირე ზომის ამანათების მოცულობით წონას ითვლიდა და არა რეალურს. მომხმარებელი იხდიდა იმ წონის მიხედვით, რომელიც უფრო მეტი იყო. მაგალითად, თუ ყუთის ან პროდუქციის ზომები, აღემატება რეალურ წონას, მაშინ მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე მრავლდება ერთმანეთზე და მიღებული ჯამი იყოფა წინასწარ დადგენილ რიცხვზე. მიიღებული შედეგი არის ამანათის მოცულობითი წონა.