“ჩვენი გამარჯვება1 ოქტომბერს დიდწილად იმით იყო განპირობებული, რომ ამ მოძრაობის სათავეში იდგა ბიძინა ივანიშვილი და ლოგიკურია, რომ იყოს აბსოლუტური უმრავლესობით მხარდჭერილი მისი კანდიდატურა საპატიო თავმჯდომარის პოსტზე”, – ასე წარადგინა საპატიო თავმჯდომარის კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ.

 

“ფორმალურია ხმების დათვლა, ყველა მომხრეა და ყველა ერთხმად უჭერს მხარს”, – განაცხადა კობახიძემ.

 

ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის ყრილობის მონაწილეებს.

 

ივანიშვილის განცხადებით, ის იმავდროულად იქნება კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი, რომელიც 6 პარტიას აერთიანებს. მისი თქმით, მმართველი პარტიისა და მთავრობის საქმიანობა იქნება გამიჯნული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *