ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” ყრილობაზე მივიდა

16 თებერვალი, 2013 •
ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” ყრილობაზე მივიდა

ივანიშვილის თქმით, ის იქნება პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რადგან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მას, როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს, არ აქვს პარტიის თავმჯდომარეობის უფლება.

 

პარტია “ქართულ ოცნებას” ამის გამო პოლიტსაბჭო უხელმძღვანელებს და მას არ ეყოლება თავმჯდომარე.

 

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა. დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის დროებით თავმჯდომარემ მანანა კობახიძე აირჩიეს.

 

პარტიის რიგით მეორე ყრილობას, რომელიც დღეს, 16 თებერვალს დაიწყო ფილარმონიაში, ესწრება 1681 დელეგატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი