ახალი ამბები

რუსეთში მეტეორების ცვენის შედეგად 500–ზე მეტი ადამიანი დაშავდა

15 თებერვალი, 2013 •
რუსეთში მეტეორების ცვენის შედეგად 500–ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ბოლო ინფორმაციით, 514 დაზარალებულიდან ჰოსპიტალიზება დასჭირდა 112 ადამიანს, მათგან განსაკუთრებით მძიმეა რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა. დაზარალებულთა შორის 80–ზე მეტი ბავშვია. შენობებს ძირითადად ჩამსხვრეული აქვთ ფანჯრები, დაზიანებულია სახურავები. საცხოვრებელი სახლების გარდა დაზიანდა სკოლები და ბაღები, ასევე, საავადმყოფოები. რეგიონში რამდენიმე საათით გაითიშა სატელეფონო კომუნიკაციები. 

 

მეტეორების ცვენა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დააფიქსირეს კამერებმაც. თვითმხილველები აღწერენ, რომ მეტეორის ვარდნისას ცა ძლიერ განათდა რამდენიმე წამით, შემდეგ კი გაიგეს აფეთქების ხმა. თავდაპირველად ეგონათ, რომ მოხდა ავიაკატასტროფა.

 

ქალაქებში, სადაც მეტეორები ჩამოცვივდა, ბაღებსა და სკოლებში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი