ახალი ამბები

“ნაციონალების” ფრაქცია საკრებულოში “შონზომ” დატოვა

15 თებერვალი, 2013 •
“ნაციონალების” ფრაქცია საკრებულოში “შონზომ” დატოვა

შიხიაშვილის განცხადებით, ზურბა გაჩეჩილაძე შეუერთდება ფრაქცია “თავისუფლებას”.

 

“ყველა ის გონიერი ადამიანი, ის ღირსეული ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს საკუთარი მოქალაქეებისა და ამომრჩევლების წინაშე, რა თქმა უნდა, გაემიჯნება “ნაციონალურ მოძრაობას და უახლოეს მომავალში დატოვებენ მათ რიგებს იმისთვის, რომ ქალაქშია ღდგეს სახელისუფლებო ძალთა ბალანსი და ამის შემდეგ მიეხემა საშუალება საკრებულოს, სრულყოფილად ემსახუროს თავის ამომრჩეველს”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ირაკლი შიხიაშვილმა.

 

ჯერჯერობით, განცხადება “ნაციონალების” ფრაქციის დატოვებაზე არ გაუკეთებია თავად ზურაბ გაჩეჩილაძეს. 

 

ამ დროისთვის თბილისის საკრებულოში 47 დეპუტატია, რომელთაგან 18 ოპოზიციურ ფრაქციებში, 29 კი – “ნაციონალურ მოძრაობაში’’ ირიცხება. 

 

ზურაბ გაჩეჩილაძე
ზურაბ გაჩეჩილაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი