ახალი ამბები

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები დაფინანსების მოსალოდნელ შემცირებას აპროტესტებენ [ფოტო]

18 მაისი, 2017 • 3899
აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები დაფინანსების მოსალოდნელ შემცირებას აპროტესტებენ [ფოტო]

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები დღეს, 18 მაისს, თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ და პროგრამაში შესატან იმ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, აუტიზმის მართვისთვის საჭირო თერაპიის სეანსების რაოდენობა მცირდება.

ამ წუთებში ისინი თბილისის მერის მოადგილეს, ნინა ხატისკაცს ხვდებიან.

ცვლილებების თანახმად, 7-დან 15-წლამდე ბავშვებისთვის თვიურად გამოყოფილი იქნება 315 ლარი, რაც ჯამში 15 ერთსაათიანი სეანსისთვისაა საკმარისი. მოქმედი რეგულაციით, ყველა ბავშვისთვის ყოველთვიურად 20 სეანსი ფინანსდება და, შესაბამისად, 420 ლარია გამოყოფილი.

მარი კორკოტაძე ერთ-ერთი მშობელია. მისი შვილი ამჟამად 8 წლისაა. თუ საკრებულო ცვლილებებს დაამტკიცებს, მარი კორკოტაძის შვილი თვიურად 20-ის ნაცვლად 15 სეანსს გაივლის:

“რის წართმევასაც უპირებენ, დაუბრუნონ ჩვენს შვილებს ისევ. ამას ვითხოვთ. ეს არის მიზერული. კვლევებს გაჩვენებთ, სადაც წერია, რომ მინიმუმ 40 საათი სჭირდება აუტიზმის მქონე ბავშვს და ჩვენ თვეში 20 საათზე ვსაუბრობთ და კიდევ ამის შემცირება უნდათ. მე ისეთი გამწარებული ვარ, შეიძლება ბენზინი გადავისხა და ცეცხლი წავიკიდო. ძალიან დავიღალე,”- ამბობს მარი კორკოტაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

აუტიზმის მქონე ბავშვების პროტესტი თბილისის მერიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე. 18.05.2017

მასალების გადაბეჭდვის წესი