როგორც “ნეტგაზეთს” სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში განუცხადეს, ალეკო გიგანის ორივე მოადგილე ზურაბ შატაკიშვილი და ირაკლი ჭანტურია თავს ჯანმრთელად გრძნობენ და მათთვის სხეულის დაზიანება არავის არ მიუყნებია. 

 

გლდანის ციხე
გლდანის ციხე

მე–6 სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის შტირით დაჭრის შესახებ ინფორმაცია  არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა თეა თუთბერიძემ გაავრცელა: 

 

 

 

“მომაწოდეს შემდეგი ინფორმაცია: მინდა ერთი ფაქტის შესახებ გითხრათ. რუსთავის N მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსის მოადგილე შტირით დაჭრეს. ერთი-ორი დღის ამბავია და რადგან არ გახმაურდა, მთავრობა ცდილობს დამალოს ეს ფაქტი, როგორც ზუგდიდში პოლიციელის დაჭრის ფაქტის მიჩქმალვას ცდილობდნენ.” ჟურნალისტებს – შეეცადეთ გადაამოწმოთ. სახალხო დამცველის წარმომადგენლებს – შეეცადეთ ნახოთ ეს პიროვნება . . .

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *