ახალი ამბები

ზაზა გაბუნია: მერიამ “სინათლის ქალაქს” დანიშნულების გარეშე 800 000 ლარი გადაურიცხა

14 თებერვალი, 2013 •
ზაზა გაბუნია: მერიამ “სინათლის ქალაქს” დანიშნულების გარეშე 800 000  ლარი გადაურიცხა

ამ საკითხზე მან საკრებულოში სპეციალური ბრიფინგი გამართა.

 

ზაზა გაბუნია
ზაზა გაბუნია

მისი განცხადებით, შპს “სინათლის ქალაქის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ლადო ვარძელაშვილი, კობა ხაბაზი, დავით ბაქრაძის მეუღლე,მაკა მეტრეველი და პარლამენტის აპარატის ყოფილი უფროსი დავით ჯანიაშვილი. არნიშნული თანხის გადარიცხვის შემდეგ მათი ანაზღაურება 2 500 ლარიდან –5 000 ლარამდე გაიზარდა. 

ზაზა გაბუნია მთავრობას და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისაკენ მოუწოდებს: “დედაქალაქის მერის გიგი უგულავას გადაწყვეტილებით, მისი ერთ–ერთი მოადგილის ხელმოწერით, შპს “სინათლის ქალაქს,” გადაერიცხა 800 ათსი ლარი კონკრეტული დანიშნულების გარეშე. ჩემი ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმისთვის, რომ შპს “სინათლის ქალაქში” დასაქმებული არიან წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები. ამ თანხის გადარიცხვით, მათი ხელფასი უნდა გაიზარდოს 2 500 ლარიდან 5 000 ლარამდე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი