17 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით შსს რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობას კრძალავს.

16 მაისს, 21:00 საათიდან გადაიკეტება ვარდების მოედანი.

17 მაისს, 09:30 საათიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აიკრძალება – თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე.

ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ.

“სატრანსპორტო მოძრაობა აქციების დასრულებისთანავე აღდგება”, – აცხადებენ შსს-ში.

ეკლესია 17 მაისს ხატებით მსვლელობით აღნიშვნას აპირებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *