ახალი ამბები

შსს სასამართლოს მიმართავს გამოძიების წინაშე უგულავას იძულებით წარდგენის ბრძანებისთვის

14 თებერვალი, 2013 • 1181
შსს სასამართლოს მიმართავს გამოძიების წინაშე უგულავას იძულებით წარდგენის ბრძანებისთვის

ინფორმაციას ამის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

“თბილისის მერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

 

პირის იძულებით დაკითხვაზე მიყვანის წესი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლით.

 

შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ფაქტის გამოძიების საქმეზე შსს-ს მოწმის სახით დაკითხვაზე იბარებს დედაქალაქის მერს. გიგი უგულავამ განაცხადა, რომ აპირებს პოლიციაში მისვლას და გამომძიებლები მერიაში დაიბარა, როგორც ეს განხორციელდა “თბილსერვის ჯგუფის” საქმეზე მისი დაკითხვის დროს. უგულავამ განაცხადა, რომ დაემორჩილება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი პოლიციაში დაკითხვაზე გამოცხადების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი