ახალი ამბები

საქართველოს პრემიერი თურქეთში გაემგზავრა

14 თებერვალი, 2013 • 1000
საქართველოს პრემიერი თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, ასევე, ფინანსთა სამინისტროსა და კუტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

 

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ აბდულაჰ გულისთან და პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. დღესვე ბიძინა ივანიშვილი თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს ჯემილ ჩიჩექს შეხვდება. 

 

ვიზიტის დასასრულს გაიმართება ოფიციალური სადილი თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სახელით.

მასალების გადაბეჭდვის წესი