ახალი ამბები

სერგო რატიანი: ჩვენი ხალხი არ უნდა უყურებდეს პოლიტიკოსების ჩხუბს ეთერში

13 თებერვალი, 2013 • 931
სერგო რატიანი: ჩვენი ხალხი არ უნდა უყურებდეს პოლიტიკოსების ჩხუბს ეთერში

“მიუხედავად ზღვარგადასული შეურაცხყოფებისა, მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილე ბატონი დავითაშვილი დამშვიდებულიყო, ვწუხვარ,      რომ ეს ინციდენტი მოხდა. ჩვენი ქვეყნის მაყურებელი, ჩვენი ხალხი არ უნდა უყურებდეს პოლიტიკოსების ჩხუბს ეთერში”, – განაცხადა სერგო  რატიანმა.

 

უკიდურესად სახიფათო უწოდა ხელისუფლების წარმომადგენლების ყოფილი მთავრობის წევრებისადმი ბოლოდროინდელ რიტორიკას საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გოკა გაბაშვილმა. მისი თქმით, 8 თებერვლის მოვლენის შემდეგ, შემაშფოთებელია პოლიციის აკადემიის პრორექტორის ლუკა კურტანიძის განცხადებები, როდესაც ის ყოფილი მთავრობის წევრებს ფიზიკური განადგურებითა და გატყავებით დაემუქრა; ასევე, იუსტიციის მინისტრი დღევანდელი განცხადება, როდესაც ის არ გაემიჯნა კურტანიძის რიტორიკას და აღნიშნა, რომ როცა მარტო რჩება ბევრ რამეს ფიქრობს “ნაციონალურ მოძრაობაზე”, მაგრამ მოუწოდა “ქართული ოცნების” წევრებს, რომ ხმამაღლა ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. გაბაშვილმა, ასევე, გაიხსენა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადება, როდესაც მან პრეზიდენტს თავის სასახლეში გამოკეტვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პურს და წყალს მიაწვდიან; დღეს კი გაბაშვილის თქმით, კობა დავითაშვილი თავის დაჭეჭყვით დაემუქრა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.

 

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შეფასებით, თუკი მთავრობა ამ ენაზე გააგრძელებს საუბარს, ეს სახიფათო იქნება ქვეყნისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი