ახალი ამბები

3 ნაბიჯი, რომლითაც ვირუსისგან თქვენი კომპიუტერის დაცვა შეგიძლიათ

16 მაისი, 2017 •
3 ნაბიჯი, რომლითაც ვირუსისგან თქვენი კომპიუტერის დაცვა შეგიძლიათ

იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო „WannaCrypt“ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს.

 

 

კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი მომხმარებლებს მოუწოდებს, კომპიუტერული ვირუსის მოსაგერიებლად დაიცვან სამი რეკომენდაცია:

  1. განაახლონ ოპერაციული სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა;
  1. არ გახსნან საეჭვო და უცნობი მისამართებიდან ელექტრონული ფოსტით მიღებული ფაილები; ასევე, ყურადღებით მოეკიდონ ნაცნობი მისამართებიდან გამოგზავნილ ფაილებს და გახსნან ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნებული არიან მათ უტყუარობაში;
  2. ყოველთვის იქონიონ მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის სარეზერვო ასლები და დარწმუნდნენ, რომ გაკეთებული ასლები არ არის დაზიანებული და მათგან შესაძლებელია ინფორმაციის აღდგენა.

“ვირუსისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა დროულად განაახლონ ოპერაციული სისტემები, კერძოდ, ისარგებლონ კორპორაცია „Microsoft“-ის უსაფრთხოების MS17-010 ბიულეტენით რეკომენდებული განახლებით (https://technet.microsoft.com/en-us/library/security/ms17-010.aspx)“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში და აღნიშულია, რომ ამ რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზაციებისა და მოქალაქეების რისკს, დაზარალდნენ კონკრეტულად „WannaCrypt“ ან ნებისმიერი სხვა კიბერვირუსისაგან.  

 WannaCrypt“ ვირუსი კომპიუტერულ ქსელში 12 მაისიდან ვრცელდება. გლობალურმა ჰაკერულმა შეტევამ  150-ზე მეტი ქვეყნის 200.000-მდე ობიექტი უკვე დააზიანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი