ახალი ამბები

მერაბიშვილმა პროკურატურა დატოვა

13 თებერვალი, 2013 •
მერაბიშვილმა პროკურატურა დატოვა

“მე გავარკვიე, რომ თურმე ივანიშვილის დავალებით დაუკითხავთ 2 ათასი სოციალური აგენტი და მე მინდა თითოეულ მათგანს და მათ, ვისაც კიდევ დაკითხავენ, მოვუხადო, ასევე, ყველა სოცაგენტს მადლობა გადავუხადო, რადგანაც მათ შეადგინეს ძალიან მრავალრიცხოვანი მონაცემთა ბაზები, იმყოფებოდნენ 600 ათას ოჯახში და ამის მოწმეა მთელი საქართველო”, – განუცხადა დაკითხვიდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა.

 

მერაბიშვილის გარდა პროკურატურის კითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები დაკითხეს საქმეზე, რომელიც ეხება სოციალური მომსახურების აგენტების მიერ სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციას, როდესაც შეიქმნა დასაქმების სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი