ახალი ამბები

თავდაცვის აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს

13 თებერვალი, 2013 •
თავდაცვის აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს

„ის არის გამოცდილი  კადრი, რომელიც კარგად გაართმევს  თავს იმ მიზანს, რაც ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აკადემიად გადაქცევას გულისხმობს. მისი ხედვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხედვას ემთხვევა, ჩვენ გვინდა რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია დაგვეხმაროს განათლებული, მოაზროვნე ოფიცერთა კორპუსის აღზრდაში,“ – განაცხადა თამარ ქაროსანიძემ. 

 

ახალი რექტორი აკადემიის  კურსდამთავრებულია. მას  უმაღლესი სამხედრო განათლება  მიღებული აქვს აშშ-ს არმიის ომის კოლეჯში, 2005-06 წლებში კი სწავლობდა აშშ-ის სამეთაურო-საშტაბო  კოლეჯში. აშშ-სა და საბერძნეთში  გავლილი აქვს ქვეით ოფიცერთა ძირითადი, რეინჯერთა წვრთნის  და სამშვიდობო ოპერაციების  კურსები. 1998-2009 წლებში ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ აგლაძე საქართველოს  შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, სხვადასხვა დროს იყო საჩხერის ბატალიონის, მე-5 ქვეით ბრიგადის, სახმელეთო ძალების მეთაური. 2007 წელს იყო საქართველოს  წარმომადგენელი ერაყში, კოალიციური ძალების შტაბ-ბინაში.

 

აგლაძე, ასევე, მუშაობდა “დექსუსის” ჯგუფის უსაფრთხოების უფროსად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი