ახალი ამბები

საყოველთაო-სახალხო განხილვის კიდევ 10 შეხვედრა რეგიონებში, 10 კი – თბილისში ჩატარდება

16 მაისი, 2017 • 1602
საყოველთაო-სახალხო განხილვის კიდევ 10 შეხვედრა რეგიონებში, 10 კი – თბილისში ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 16 მაისს, გამართული კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სახალხო განხილვების კიდევ 20 შეხვედრა ჩატარდება მოსახლეობასთან, გარდა ამისა, შეხვდებიან პარტიებს და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს.

აქედან 10 შეხვედრა რეგიონებში იქნება, 10 – თბილისის რაიონებში. გარდა ამისა, შეხვდებიან პარტიებს, სტუდენტებს, პროფკავშირებს და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს.

ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა ქალაქები, სადაც შეხვედრები გაიმართება: ზესტაფონი, სამტრედია, სიღნაღი, ხულო, მარნეული, ახალქალაქი, ოზურგეთი, ფოთი, ყაზბეგი, მესტია, თბილისში კი თვის ბოლოს შედგება 10 შეხვედრა რაიონების მიხედვით.

“მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება საყოველთაო-საალხო განხილვა, გავაკეთებთ განცხადებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული ნორმები,”- განაცხადა ირაკლლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი