ახალი ამბები

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ქვეყანაში გამეფებულია შანტაჟისა და დაშინების ატმოსფერო [Video]

13 თებერვალი, 2013 •
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ქვეყანაში გამეფებულია შანტაჟისა და დაშინების ატმოსფერო [Video]

როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, გამოძიება, ძირითადად , სოციალური აგენტების საქმიანობით და იმით დაინტერესდა, თუ რატომ განახორციელა სამინისტრომ დასაქმების მსურველების აღრიცხვა. მისივე თქმით,  ძალიან მარტივია გამოირკვეს ჭეშმარიტება ნამდვილად შეასრულეს თუ არა დასაქმების აგენტებმა თავიანთი სამუშაო:

 

“ჩვენ იმ პირობებში 600 ათას ოჯახზე მეტში მოვახერხეთ შესვლა. ამიტომ ძალიან მარტივია ვკითხოთ მთელ საქართველოს, იყო თუ არა მათ ოჯახში დასაქმების აგენტი. თუ იყო ის აგენტი პოლიტიკურ აგიტაციას ეწეოდა, თუ იმ კითხვარს ავსებდა, რომელიც ჩვენს მიერ ჰქონდა მიწოდებული?!”

 

ჭიაბერაშვილი მტკიცებით, ქვეყანაში ადგილი აქვს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შესაბამისად გამორიცხული არ არის დაკითხვაზე კიდევ დაიბარონ: 

 

“მინდა გითხრათ, რომ დაკითხვის პროცესში ჩემზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ქვეყანაში გამეფებულია და არაერთხელ მოგვისმენია ჩვენ მუქარა, შანტაჟი, დაშინება პოლიტიკური ოპონენტების ტელევიზიით “ქართული ოცნების” პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, შესაბამისად, ქვეყანაში გამეფებულია შანტაჟისა და დაშინების ატმოსფერო.”

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო  მერაბიშვილი იკითხება საქმეზე, რომელიც ეხება სოციალური მომსახურების აგენტების მიერ სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციას, როდესაც შეიქმნა დასაქმების სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი