მიხეილ სააკაშვილი დღეს ზუგდიდში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილი პოლიციელი დავით ქვარაია მოინახულა. მანამდე კი ქვარაია იმავე საავადმყოფოში შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოინახულა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.
სააკაშვილმა მთავრობის წევრები დაგვიანებული ყურადღებისთვის გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხოლოდ მას შემდეგ მოიკითხეს, რაც პრეზიდენტის სტუმრობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
პრეზიდენტი, ასევე, გაესაუბრა ზუგდიდის საავადმყოფოს მედპერსონალს, რომელთა მიმართ არსებული ორთვიანი სახელფასო დავალიანების საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა მთავრობას.
ამის შემდეგ სააკაშვილი ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში ჩავიდა, სადაც შეხვედრა გამართა ადგილობრივ მოსახლეობასთან.