თეა წულუკიანის განცხადებით, ნოტარიუსთა შემოწმებას ახორციელებს იუსტიციის სამინსიტროს გენერალური ინსპექცია, რის შედეგადაც გარკვეული დარღვევების გამო ერთი ნოტარიუსი უკვე გათავისუფლებულია, ხოლო, დღის წესრიგში შესაძლოა კიდევ რამდენიმე ნოტარიუსის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
“ნოტარიუსი ჩემი მმართველობის დასრულებამდე უნდა გახდეს პატივსაცემი პროფესია”, – განაცხადა თეა წულუკიანმა დღეს, 13 თებერვალს, იუსტიციის სამინისტროს 100–დღიანი საქმიანობის შეჯამებისას. მინისტრის თქმით, ნოტარიუსთა პალატის ტავმჯდომარის კანდიდატურას ასარჩევად ნოტარიუსებს იუსტიციის მინისტრი წარუდგენს, რაც წულუკიანის აზრით, ასე არ უნდა ხდებოდეს და თავად ნოტარიუსები უნდა წყვეტდნენ თავმჯდომარეობის კანდიდატის ვინაობას. წულუკიანმა პირობა დადო, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა “ნოტარიუსი” არ იყოს სალანძღავი სიტყვა და ის არ ასოცირდებოდეს ქონების ჩამორთმევის თაღლითურ სქემებთან.